13:09:56     20-04-2011
პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
პაკისტანმა მოკლე დამიზნების ახალი ბალისტიკური რაკეტა “Hatf-IX” წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ახალ რაკეტას მოწინააღმდეგის ობიექტის განადგურება 60 კილომეტრის მანძილზე შეუძლია და დიდი სიზუსტით გამოირჩევა.
პაკისტანის შეიარაღებაში ამჟამად საშუალო, მცირე და შორი დამიზნების რაკეტები შედის. 2011 წლის მარტის შუა რიცხვებში ქვეყანამ “Hatf-II” გამოსცადა, რომელიც ასევე ბირთვული ქობინითაა აღჭურვილი. ამ რაკეტას მოწინააღმდეგის ობიექტის განადგურება 180 კილომეტრში შეუძლია.
უნდა აღინიშნოს, რომ ბალისტიკური რაკეტების შექმნასა და გამოცდაში, პაკისტანი აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ ინდოეთთან, რომელიც თავადაც აწარმოებს მსგავსი ტიპის რაკეტებს. მაგალითად, “Hatf-II” – ის 2011 წლის 11 მარტს გაშვების შემდეგ, ინდოეთმა იმავე დღეს გამოსცადა “Dhanush” და “Prithvi.”
0