10:39:38     06-04-2016
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გრძელდება - მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი იცავენ აზერბაიჯანთან დადებულ შერიგების შეთანხმებას, თუმცა, აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღს შეთანხმების მრავალგზის დარღვევაში ადანაშაულებს.
მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლის თქმით, ღამით მათაც დააფიქსირეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევები. აზერბაიჯანი კი ამავე დროს ამტკიცებს რომ არა მათ არამედ მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა დაარღვია შეთანხმება დღის განმავლობაში 115-ჯერ.
შეთანხმებას შერიგების შესახებ მხარეებმა 5 აპრილის დილას მიაღწიეს და საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზზე შეწყდა.
კონფლიქტის ესკალაციის მთელი დროის მანძილზე მხარეები ერთამენთს მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, ორივე მხარე აცხადებდა რომ მოწინააღმდეგის ასობით სამხედრო დახოცა და ორივე უარყოფდა მასშტაბურ მსხვერპლს საკუთარ რიგებში.
კონფლიქტი აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის 2 აპრილის დილას გამწვავდა. ეს ბოლო 22 წელის მანძილზე ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა.
0