23:20:05     05-04-2016
ძალადობა თუ ხუმრობა - რუსთავში ქმარმა ცოლი სასტუმროს წინ აუზში ჩააგდო
დაახლოებით 11 საათისთვის სასტუმრო "რუსთავი"-ს ტერიტორიაზე ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად გზაზე მიდიოდნენ და თან კამათობდნენ. ჩხუბის დროს ქმარმა მეუღლეს ხელი მოკიდა და სასტუმროს წინ განთავსებულ ღია აუზში ჩააგდო. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ქალბატონი აუზიდან მალევე ამოიყვანეს, ადგილზე რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინოს დახმარების ეკიპაჟები მივიდნენ. დაახლოებით 25 წლამდე მამაკაცი დააკავეს და მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე გადაიყვანეს. ფაქტთან დაკავშირებით შ.ს.ს.-ში კომენტარს ოდნავ მოგვიანებით გააკეთებენ, რის შემდგაც გახდება ცნობილი იყო თუ არა ძალადობა ქალზე და რა ზომებს მიმართეს სამართალდამცავებმა.
0