თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში />


  13:05:30     20-04-2011

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში

a5119.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს შეხვდა. გაიმართა ასევე საქართველოს და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრებთან ერთად მათი მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ.

  

შეხვედრის ძირითადი თემები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ოპერაციებში ათწლიანი გამოცდილების სომხეთის არმიის წარმომადგენლებისთვის გაზიარება შესთავაზა; გააცნო საქართველოში რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმა; ცენტრში, საერთაშორისო ოპერაციებისთვის გაიწვრთნებიან საქართველოს და სურვილის შემთხვევაში სომხეთის, კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და შუა აზიის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფები (ბატალიონების დონეზე).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცენტრში ერთობლივი წვრთნებით, დანაყოფების მომზადება დროისა და ფინანსური რესურსების კუთხით გაცილებით ეფექტური იქნება ვიდრე ევროპულ ცენტრებში. ბაჩო ახალაიამ მზადყოფნა გამოთქვა სომეხი სამხედროები მოამზადონ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, რომელსაც ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ სწავლების და განათლების ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართულ დელეგაციას ვაზგენ სარქისიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტი დაათვალიერებინა, გააცნო სამხედროების განათლების სისტემა და საცხოვრებელი პირობები.

0

ავტორი: