23:07:22     04-04-2016
“კამერის ჩანაწერიც არსებობს, მაგდას ბავშვი რომ შეჰყავს კლინიკა “ლანცეტში”
გაზეთი “პრაიმტაიმი” მაგდა პაპიძის გახმაურებული საქმის ახალ გარემოებებზე წერს. თავად ბრალდებული და მისი ოჯახი ირწმუნება, რომ როდესაც დედამ პირველად ნახა ქუჩაში შვილი უგონოდ, მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა… თუმცა აქ შეწყდა ეს ისტორია და საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები ახლაც უცნობია.
ამ საკითხზე „პრაიმტაიმი“ ბრალდებულის დას, ლანა პაპიძეს ესაუბრა.
– ლანა, როდესაც მაგდამ ბავშვი ნახა ქუჩაში, უგონოდ, რა გააკეთა?
– ის ამბობს, ბავშვი სუნთქავდაო. მანქანაში რომ ჩავსვი, თვალიც გაახილაო…
– მანქანაში რისთვის ჩასვა?
– საავადმყოფოში წაიყვანა.
– რომელ საავადმყოფოში?
– „ლანცეტში“. იქ კამერის ჩანაწერიც არსებობს, რომ შეჰყავს ბავშვი…
– ვისთან შეიყვანა? რომელმა ექიმმა ნახა ბავშვი? იქ გარდაიცვალა ბავშვი?
– იქ მერე გული წაუვიდა მაგდას…
– მერე?.. როცა გონებაზე მოვიდა, რა ხდებოდა?
– მერე უკვე თავისი სახლის ეზოში იყო… აღარ ახსოვს, რა მოხდა…
კლინიკა “ლანცეტში” “პრაიმტაიმნიუსს” განუმარტეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, რომ მოქალაქე მაგდა პაპიძის მიერ თორნიკე ქაფიაშვილის კლინიკაში მოყვანას, ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ეს ვერც ვიდეო-ჩანაწერებში იქნება ასახული.
0