09:40:38     04-04-2016
ყარაბაღში კვლავ დაძაბულობაა - საბრძოლო მოქმედებები არ წყდება
მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ამის შესახებ უცხოური მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხურმა ნაწილებმა კონფლიქტის ხაზზე წინ წაიწიეს, თუმცა, ოფიციალური აზერბაიჯანი ამ ინფორმაციას უარყოფს.
გუშინ დილას აზერბაიჯანმა ერთმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, სეპარატისტული ყარაბაღის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონაში გრძელდება.
ყარაბაღში შეტაკებები 2 აპრილს ღამით დაიწყო.
0