დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა! - მას 79 წელი შეუსრულდებოდა დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა! - მას 79 წელი შეუსრულდებოდა />


  14:59:01     01-04-2016

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა! - მას 79 წელი შეუსრულდებოდა

a50860.jpg

დღეს საქართველოს სახალხო არტისტის,  სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ზურაბ ქაფიანიძის იუბილეა! 

ქაფიანიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

გამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი“. დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც , თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.

ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.

ზურაბ ქაფიანიძე 2011 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 0

ავტორი: