"არ გამოვრიცხავ, ჩემი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს" "არ გამოვრიცხავ, ჩემი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს" /> "/> " />


  18:14:59     31-03-2016

"არ გამოვრიცხავ, ჩემი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს"

a50815.jpg

მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგია ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს. შამუგია აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს, რომ მისი სიძის და შვილიშვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს.

შამუგიას ინფორმაციით, არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობაში იყო აღნიშნული პირი შემთხვევასთან. "მაქვს ვერსია, რომ არ არის გამორიცხული, ეს ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა. ეს შეიძლება ყოფილიყო ბერძენიშვილი, რადგან პროკურორი ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შესული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა, პირველი ზარი ვისი იყო. პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო ოთარ ბერძენიშვილი. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა მაგდა პოლიციამ წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დროს უბანში იყო, თუმცა პროკურორებმა მითხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილი სხვაგან, ოჯახის წევრებთან დააფიქსირეს. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ეს ყველაფერი საეჭვოდ ჟღერს", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

0

ავტორი: