აშშ-მა თურქეთიდან სამხედროებისა და დიპლომატების ოჯახები გამოიწვია აშშ-მა თურქეთიდან სამხედროებისა და დიპლომატების ოჯახები გამოიწვია />


  10:55:39     30-03-2016

აშშ-მა თურქეთიდან სამხედროებისა და დიპლომატების ოჯახები გამოიწვია

a50734.jpg

ამერიკამ თურქეთიდან სამხედროებისა და დიპლომატების ოჯახები გამოიწვია. გადაწყვეტილება თურქეთის სამხრეთ პროვინციებში ადანაში, იზმირსა და მუგლაში მომეტებული საფრთხის გამო იქნა მიღებული.

ამერიკის ევროპული სარდლობის განცხადებით ,სამხედროებისა და დიპლომატების ნათესავების ევაკუირების გადაწყვეტილება დროებითია და მისი მიზანი ამერიკის თავდაცვის სისტემის თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დაცვაა.

ადანას პროვინციაში დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან. სწორედ ადანას ქალაქი ინჯრილიკიდან ახორციელებს ამერიკა საჰაერო დარტყმებს "ისლამურ სახელმწიფოზე".

ეს ამერიკელი სამხედროების ოჯახებისთვის პირველი შეზღუდვა არ არის. გასულ ზაფხულს მათ აკრძალული ჰქონდათ ქალაქის კონკრეტულ რაიონებში გადაადგილება. ორი თვის წინ კი მათ ნებაყოფლობითი ევაკუაცია შესთავაზეს, რაზეც უმეტესობამ უარი თქვა. ახლა ამერიკის პოლიტიკა უფრო მკაცრია და სამხედროების ნათესავებს თურქეთის დატოვება აუცილებლად მოუწევთ.

თუმცა, გადაწყვეტილება გასაგებიცაა. ბოლო თვეების მანძილზე სიტუაცია თურქეთში სულ უფრო დაძაბული ხდება. განხორციელდა ორი მასშტაბური ტერაქტი სტამბოლსა და ანკარაში. გარდა ამისა, საფრთხეს სირიის კრიზისიც აძლიერებს. კიდევ ერთი საფრთხე ქურთული დაჯგუფებებია, რომლებთანაც ბრძოლა ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს. 0

ავტორი: