11:59:46     24-03-2016
ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ
დღეს ავღანეთში ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ნაკადი გაემგზავრა.
ამჯერად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრნენ.
ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანიდან გააცილეს.
0