საომარი ოპერაცია, კადაფის გადადგომამდე საომარი ოპერაცია, კადაფის გადადგომამდე />


  10:18:49     19-04-2011

საომარი ოპერაცია, კადაფის გადადგომამდე

a5070.jpg

ევროკავშირის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ლიბიის ლიდერზე, მუამარ კადაფიზე სამხედრო ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. “კოალიციის მიზანი კადაფის ხელისუფლებიდან წასვლაა”, - განუცხადა მან ფრანგულ მედიას.

 

ევროკავშირის მესვეურები ირწმუნებიან, რომ ლიბიის პრეზიდენტი მართალია ისევ თავის ადგილზეა, მაგრამ მისი პოზიციები უკიდურესად შესუსტებულია. სამხედრო ზეწოლა კი კადაფის საბოლოოდ აიძულებს, გადადგეს თანამდებობიდან. ამიტომ კოალიციამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. ამის შესახებ საჯაროდ უკვე განაცხადეს ბარაკ ობამამ, ნიკოლა სარკოზიმ და დევიდ კემერონმა.

 

“ევროკავშირი ცდილობს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ლიბიაში, ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულებს. თუმცა ამას მხოლოდ გაეროს თხოვნის შემდეგ გააკეთებს” – ნათქვამია ევროკავშირის ხელმძღვანელის განცხადებაში.

0

ავტორი: