15:38:13     23-03-2016
პოლიციამ ბრიუსელის აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
ბელგიური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების სერიის მოწყობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა ის არ არის პოლიციის მიერ ძებნილი მთავარი დამნაშავე ნაჯიმ ლააშრაუნი, რომელმაც აფეთქებების შემდეგ აეროპორტიდან მიმალვა მოახერხა.
აეროპორტის კამერებმა ლააშრაუნი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ორ თვითმკვლელ ტერორისტთან, ძმებ ხალიდ და ბახიმ ბაკრაუნებთან ერთად აეროპორტის გასაფრენ ზონას უახლოვდებოდა, რის შემდეგაც იქ ორი აფეთქება მოხდა.
ლააშრაუნი უკვე იძებნებოდა პარიზის აფეთქებებში მონაწილეობის გამო, რომელსაც ნოემბერში 130 ადამიანი ემსხვერპლა.
0