ინგა ჩიტოიანს სასამართლომ გირაო შეუფარდა ინგა ჩიტოიანს სასამართლომ გირაო შეუფარდა />


  11:07:30     18-03-2016

ინგა ჩიტოიანს სასამართლომ გირაო შეუფარდა

a50296.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

სხდომა პროკურტატურის შუამდგომლობით, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. პროკურორის თქმით, საქმე შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც არ შეიძლება და სხდომა უნდა დახურულიყო ბრალდებულების უსაფრთხოების მიზნითაც.

პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჯამალაშვილის ცოლმა თეა ჯამალაშვილმა სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა ინგა ჩატოიანისთვის. ის ამბობდა, რომ ჩატოიანი თაღლითია და ფულის სანაცვლოდ "ჩაუშვა" მისი ქმარი. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჩატოიანსა და ჯამალაშვილს შორის ადგილი ჰქონდა პროცესის დასრულების შემდეგაც. 

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული, აქედან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

0

ავტორი: