ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო - "ეს ფაშისტური განცხადებაა" ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო - "ეს ფაშისტური განცხადებაა" /> "/> " />


  15:07:35     17-03-2016

ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო - "ეს ფაშისტური განცხადებაა"

a50282.jpg

ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა, რომელსაც 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  ქურთულმა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო. 

განცხადება ამის შესახებ დაჯგუფების საიტზე გამოქვეყნდა. თურქეთის ხელისუფლებამ მას "ფაშისტური" უწოდა.

აფეთქებას ოფიციალური ანკარა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქურთებით დასახლებულ რეგიონში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე პასუხად მიიჩნევს.

"ქურთისტანის თავისუფლების ქორები" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აფეთქება თურქეთის უსაფრხოების ძალების თანამშრომლებისკენ იყო მიმართული და არა სამოქალაქო პირებისკენ. 

ამასთანავე დაჯგუფება აცხადებს, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება არ შეცვლის თავის პოლიტიკას, ის კვალვ მიიღებს ისეთ ზომას, რომ მსხვერპლი გარდაუალი იქნება. 

შეგახსენებთ, აფეთქება თურქეთის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში 13 მარტს მოხდა. 0

ავტორი: