სირიელი ქურთები ცალკე ფედერალური რეგიონის გამოცხადებას აპირებენ
სირიელი ქურთების პოლიტიკური ლიდერები ჩრდილოეთ სირიაში ცალკე ფედერალური რეგიონის გამოცხადებას აპირებენ. ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქურთების პოლიტიკურ ჯგუფებს გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
ქურთები მხოლოდ ცალკე რეგიონის შექმნას კი არა, სრულ ფედერალიზმს მოითხოვენ. ქურთების დემოკრატიული პარტიის ლიდერის ნავაფ ხალილის განცხადებით, ფედერალურ რაიონში იქნებიან თურქმენებიცა და არაბებიც.
0