14:02:08     16-03-2016
რუსეთს სირიიდან ჯარები გაჰყავს - "ეს გადაწყვეტილება სირიის კონფლიქტს დაასრულებს"
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი სირიის კონფლიქტის შესახებ იქნება.
შეხვედრის ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა სირიიდან სამხედროების ძირითადი ნაწილის გაყვანა გადაწყვიტა.
ჯონ კერის თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები გაეროს შუამავლობით ჟენევაში შესაძლოა, საუკეთესო საშუალება იყოს სირიის კონფლიქტის დასასრულებლად.
"დღეს, როდესაც ამ საშინელი ომის დასაწყისიდან ხუთი წელი გავიდა, გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, ის დავასრულოთ",- თქვა მან.
შეგახსნებეთ, გუშინ რუსეთში სირიის სამხედრო ოპერაციებიდან დაბრუნებული პირველი ვერტმფენები დაეშვნენ.
0