რუსეთმა სირიიდან სამხედრო შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი გამოიყვანა რუსეთმა სირიიდან სამხედრო შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი გამოიყვანა />


  16:45:03     15-03-2016

რუსეთმა სირიიდან სამხედრო შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი გამოიყვანა

a50191.jpg

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთს სირიიდან სამხედრო შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი გამოჰყავს. თავისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე მიაღწიეს მათთვის დასახულ ყველა მიზანს სირიაში.

არსებობს ვერსია, რომ ეს ნაბიჯი სირიის ხელსუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა, თუმცა კრემლში ამას უარყოფენ. რაც შეეხება სირიულ მხარეს, მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ორმხირივი შეთანხმების საფუძველზეა მიღებული და ქვეყნებს შორის უთანხმოებას ადგილი არ აქვს.

სირიიდან დაბრუნებული "სუ-34"-ის ტიპის პირველი ბომბდამშენები რუსეთის ქალაქ ვარონიჟში დღეს დილით დაეშვნენ.

ჯერ უცნობია ზუსტად რამდენი ვერტმფრენი დაბრუნდა რუსეთში.

როგორც ცნობილია, რუსეთი სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს- C-400-ს ტოვებს.

საჰაერო თავდასხმების საწინააღმდეგო დანადგარი სირიაში იმ მიზნით რჩება, რომ ქვეყანაში დარჩენილ სამხედრო კონტიგენტს საიმედო თავდაცვა ჰქონდეს, - აცხადებენ პუტინის ადმინისტრაციაში.

საზენიტო კომპლექსების გარდა სირიაში რჩება ყველა ის ტექნიკაც, რაც ზღვიდან და ხმელეთიდან ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. 0

ავტორი: