საზარელი ფაქტი გორში - მამამ 9 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა განახორციელა? საზარელი ფაქტი გორში - მამამ 9 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა განახორციელა? />


  12:54:45     11-03-2016

საზარელი ფაქტი გორში - მამამ 9 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა განახორციელა?

a50037.jpg

გადაცემა "პროფილი" გორის რაიონის ერთ-ერთი სოფელში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ეს ცნობა გადაცემას სოფლიდან მიაწოდეს. ინფორმაციის მიხედვით, 9 წლის შვილზე მამამ სექსუალური ძალადობა განახორციელა. შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა. ბავშვის დედა იმ დროს საავადმყოფოში იწვა, მამა და შვილი კი შინ მარტო იყვნენ.

"სანდრო წყაროსგან გავიგე ეს ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ისა არის, რომ ეს ყველამ იცის და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. გორის რაიონში, უფლისციხის მახლობლად არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ოჯახი. ამ ოჯახში არის მოძალადე მამა, რომელიც მუდმივად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობს ოჯახის წევრებზე. სავარაუდოდ, ის დაავადებულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არის მისი არასრულწლოვანი შვილიც", - ნათქვამია წერილში, რომელიც გადაცემის წამყვანმა მაყურებელს გააცნო.

როგორც ირკვევა, ამჟამად ბავშვი თავშესაფარშია გადაყვანილი.

"ჩემზე ამბობენ ბავშვზე იძალადაო. გეგონება ქალები დაილია, ბავშვზე რომ მეძალადა. ბავშვს ვეთამაშებოდი, ვუღუტუნებდი და მითხრა შე სი.., ხელი გაწიეო. აბა მე მაგას ავიტანდი? ეგ რადგან მითხრა დავახეთქე ეგრევე იატაკზე. ბავშვმა ეგ როგორ უნდა მითხრას... ეს ამბავი არსად არ გვითქვამს. ვთქვით, რომ ვითომ საიდანღაც გადავარდა ბავშვი", - აცხადებს კაცი, რომელსაც შვილზე სექსუალური ძალადობა ბრალდება.

"ჩამიწვა მამა საწოლშიო და... მცდელობა იყო იმის... იცით, რასაც ვგულისხმობ. ექსპერტიზამ თქვა, რომ გაუპატიურებული არ არისო, მაგრამ ბავშვი სხვა რამეს ამბობს", - ამბობს ბავშვის ბებია. 0

ავტორი: