17:52:34     09-03-2016
"ჩემი ოჯახის გაუბედურებას არავის შევარჩენ" - ლევან მექვაბიშვილის დედა
არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, - აცხადებს ლევან მექვაბიშვილის დედა, თამარ მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა მექვაბიშვილის ბიძისა და მეგობრის დაკავების ფაქტსაც და განაცხადა, რომ მის ძმას პეტრიაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.
"კალანდიას არ ვიცნობ, ის ჩემი ნათესავი არ არის. ლევან გუნია ჩემი ძმა არის. ყველაფერს ვაპირებ. არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, რა უნდა აღიაროს ჩემმა ძმამ? ჩემს ძმას საერთოდ რა ურთიერთობა, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან, მე არ ვიცი. შეიძლება პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს, აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ", - ამბობს მანჯგალაძე.
ლევან მექვაბიშვილის ადვოკატის განცხადებით ბრალდებულის ბიძისა და მეგობრის დაკავება მასზე ზეწოლის მიზნით განხორციელდა.
0