10:35:28     09-03-2016
პენტაგონი: " სირიაში ომარ ალ-შიშანის განადგურების მიზნით საჰაერო ოპერაცია ჩატარდა"
პენტაგონი ადასტურებს, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის განადგურების მიზნით საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. უწყების პრეს მდივანმა პიტერ კუკმა განხორციელებული ოპერაციის დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგებს თავდაცვის სამინისტრო ჯერ ისევ აზუსტებს.
უცხოური მედია კი ავრცელებს ინფორმაციას ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ. ამ ინფორმაციით, 4 მარტს სირიაში ალშადადის პროვინციაში სარაკეტო იერიშებს ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ ალ შიშანზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელისთვის რამდენიმე მილიონის ჯილდოც არის დაწესებული.
შეგახსენებთ, რომ თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ რამდენჯერმე გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.
0