12:27:14     07-03-2016
"თუ ჩრდილოეთი დაიწყებს პროვოკაციას, სამხრეთ კორეის რეაგირება იქნება დაუნდობელი"
ჩრდილოეთ კორეის განცხადებას მისი სამხედრო ძალების ამერიკულ-სამხრეთკორეულ სამხედრო სწავლებებზე პრევენციული ატომური შეტევისთვის მზადყოფნის შესახებ, ოფიციალური სეული პროვოკაციულს უწოდებს.
"ჩრდილოეთ კორეამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს თამამი, დამღუპველი განცხადებები და მოქმედებები. თუ ის მაინც დაიწყებს პროვოკაციას, სამხრეთ კორეის რეაგირება იქნება გადამწყვეტი და დაუნდობელი", - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვიდ მარტს გამართულ ბრიფინგზე.
ამ ბრიფინგს წინ უძღვოდა ფხენიანის მიერ გავრცელებული გაცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა მიიტანდა ატომურ იერიშს ამერიკასა და სამხრეთ კორეაზე, თუ საფრთხე მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების შეხედულებით, საფრთხეს უსაფრთხოებისათვის შესაძლოა სამხრეთ კორეისა და ამერიკის საერთო სამხედრო წვრთნები წარმოადგენდეს.
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ აქვთ სამხრეთ კორეის გასათავისუფლებელი სამხედრო ოპერაციის გეგმაც.
სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფხენიანმა ოციფიალურად დაადასტურა ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა. მათ ასევე გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებიც.
0