მაგდა პაპიძის საქმე - რა ახალი დეტალები გაახმაურა ლილი მინდიკაურმა? მაგდა პაპიძის საქმე - რა ახალი დეტალები გაახმაურა ლილი მინდიკაურმა? />


  13:43:29     03-03-2016

მაგდა პაპიძის საქმე - რა ახალი დეტალები გაახმაურა ლილი მინდიკაურმა?

a49741.jpg

მაგდა პაპიძის საქმეზე საზოგადოების ინტერესი არ წყდება. სასამართლომდე ცოტა დრო რჩება. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მომეტებული საჯარო ინტერესის გამო შუალედური გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა, პაპიძის ოჯახის წევრებმა სხვადასხვა გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა, გუშინდელ გადაცემაში კი ომარ ქაფიაშვილის დედამ, ლილი მინდიკაურმა დუმილი დაარღვია. და მაინც არის პასუხგაუცემელი უამრავი კითხვა, რომელსაც საზოგადოება სიმართლის გარკვევამდე ბევრჯერ დაუბრუნდება. გავიხსენოთ ქრონოლოგიურად მომხდარი სასტიკი დანაშაული.

20 დეკემბერს დიღმის მასივში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. მაგდა პაპიძე - სწორედ ეს ახალგაზრდა ქალია ბრალდებული მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკველობას გულისხმობს.

გუშინ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა "რუსთავი 2"-ის ეთერით პაპიძის დედამთილის ლილი მინდიკაურისთვის მოესმინა.

მინდიკაურის თქმით, სიცრუეა ყველა ის ,რომ საკუთარი შვილი მას სცემდა, როგორც ამას პაპიძის ოჯახის წევრები ამბობენ. პირიქით, გარდაცვლილის დედა იხსენებს რომ თვითონ მაგდასა და მის დას ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა დედასთან და ლანა პაპიძემ ერთხელ ის სცემა კიდეც. ბრალდებულის დედამთილი იმასაც იხსენებს, რომ 2 წლის ასაკში მაგდამ შვილს ფეხში მაკრატელი ჩაარტყა.

სოციალურ ქსელში აქტიურობს მაგდა პაპიძის და. ლანა პაპიძის აზრით, მისი დისადმი საზოგადოების ამხელა აგრესია მაგდას კარგი გარეგნობისა და გემოვნების გამო გაჩნდა.

საქმის მიმდინარეობისას პაპიძემ ადვოკატიც შეცვალა. თავდაპირველად მის ინტერესებს ხათუნა ჩხაიძე იცავდა, ახლა კი მისი დამცველები ირმა ბრელიძე და მარიკა ფხალაძე არიან.

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში აქტიურად განიხილება დანაშაულის მოტივიც. არსებობს ვერსია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა საყვარელი, მისი ქმრის მეგობარი, რომლისგანაც ფეხმძიმედ იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეუღლე მოეკლა.

რამდენიმე დღის წინ პაპიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მაგდას მისი შვილის გარდაცვალების არ სჯერა.

"ისიც არ სჯერა, რომ ბავშვი გარდაცვლილია. ჩვენ წინა შესვლაზე, როდესაც ვიყავით სანახავად, გქონდა საუბარი, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენ, რადგან პოლიციამ როდესაც წამომიყვანა, ბავშვი დავტოვე, სუნთქავდა, ცოცხალი იყო და შვილს მიმალავენო. ჩვენ იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, რაც ჩვენთვის იოლი არ იყო, რომ დედას უმტკიცო მისი შვილი გარდაცვლილია.

გარდა იმისა, რომ სადარბაზოსთან ქმარ-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა, პაპიძემ მართლა არაფერი იცის. მართლა მთელი გულით სურს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პირველ რიგში, მის ინტერესებშია, დადგინდეს ვინ არის მისი შვილის მკვლელი", - აღნიშნა ირმა ბრელიძემ.

"ძალიან ცუდად არის. დღესაც ვიყავით შესულები და გვითხრეს, რომ მასთან ფსიქოლოგები, ექიმები იყვნენ შესულები. ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე აქვს. შაქარი 500-მდე აქვს აწეული და მაქსიმალურად ცდილობენ დაუსტაბილურონ, მაგრამ ვერ ხერხდება, რადგან სტრესის ქვეშაა. მის პიროვნებაში, განცდებში ნამდვილად არ იკითხება ის, რომ რაღაც იცის და მალავს. არ არის ის დედა, რომ საზოგადოებას კი არა, თუნდაც გამოძიებას დაუმალოს თავისი შვილის მკვლელი. ისიც კი მოგვთხოვა, რომ საფლავს გადაუღეთ სურათი და შემომიტანეთ, დავრწმუნდე, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილიაო", - აცხადებს ადვოკატი.

სწორედ ამ სტუმრობას გამოეხმაურა ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და კოლეგებს მიმართა:

"ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისთვის სარისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ.

დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა... უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის..

გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!“ - დაწერა კუბლაშვილმა.

მაგდა პაპიძის სასამართლო 31 მარტს გაიმართება. 0

ავტორი: