"ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე" "ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე" /> "/> " />


  12:21:51     03-03-2016

"ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე"

a49736.jpg

გუშინ საღამოს ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საკუთარ პალატაში დაკითხეს. ადვოკატ ლევან სამუშიას გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით დაკითხვა შეწყდა, რადგან პეტრიაშვილს სხეულის ტემპერატურამ აუწია.

ადვოკატი აცხადებს, რომ ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად აღიდგინა ის, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე და გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა. 

"ალექსი პეტრიაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ბოლო მომენტში აუწია ტემპერატურამ და შესაბამისად, დაკითხვა გადაიდო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე, აქ არის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და აგრეთვე, სადისტურად ჩაქუჩით თავში აქვს რამდენიმე დარტყმა მიყენებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებლად მოხდება. მართალია, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა", - განაცხადა გუშინ ლევან სამუშიამ.

ადვოკატის ცნობით, დღეს დაკითხვაა დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მედპერსონალის დასკვნა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

0

ავტორი: