საბაჟო გამშვებ პუნქტზე 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს />


  09:53:00     03-03-2016

საბაჟო გამშვებ პუნქტზე 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

a49727.jpg

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოსულ ავტომანქანაში მებაჟე ოფიცრებმა 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს, საქართველოს მოქალაქე ჯ. დ. მართავდა. 

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის მარნეულის საგამოძიებო სამსახურის სადახლოს განყოფილებას გადაეცა.

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ც.ა.-ის ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად 16 აბი მედიკამენტი Lomotil (შეიცავს 2,5 მგ. ნარკოტიკულ საშუალებას Diphenoxylate) აღმოაჩინეს. 

შემდგომი რეაგირებისთვის, საქმე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 

მსგავსი ფაქტი მოხდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე შ.მ-ის პირადი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYPRE - 56 კაფსულა (50mg pregabalin - ის შემცველობით) აღმოაჩინეს. 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. 0

ავტორი: