"თურქეთმა ნება არ მისცა NATO-ს ხომალდებს, შესულიყვნენ მის ტერიტორიულ წყლებში" "თურქეთმა ნება არ მისცა NATO-ს ხომალდებს, შესულიყვნენ მის ტერიტორიულ წყლებში" /> "/> " />


  15:02:47     02-03-2016

"თურქეთმა ნება არ მისცა NATO-ს ხომალდებს, შესულიყვნენ მის ტერიტორიულ წყლებში"

a49699.jpg

France-Presse იტყობინება, რომ თურქეთმა ნება არ მისცა NATO-ს ხომალდებს, შესულიყვნენ მის ტერიტორიულ წყლებში, ეგეოსის ზღვაში. ალიანსის ხომალდების მიზანი მიგრანტთა იმ ნავებისთვის ხელისშეშლაა, რომლებითაც ისინი თურქეთიდან საბერძნეთში, შემდეგ კი სხვა ევროპულ ქვეყნებში მიდიან.

აღნიშნულ ინფორმაცია ფრანგული სააგენტო ბრიუსელში მოღვაწე რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის სიტყვებით, ანკარის პოზიცია ალიანსის მისიასთან დაკავშირებით თავიდანვე ცნობილი იყო. თურქეთს სურს რომ ნატო-ს გერმანელი კონტრ-ადმირალი იორგ კლიაინი ჩავიდეს ანკარაში და თურქულ მხარესთან ერთად განსაზღვროს ხომალდების განლაგების რაიონები.

0

ავტორი: