22:23:26     29-02-2016
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დაკავებულია - ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი არასრულწლოვნის მშობელი ალაპარაკდა
ოთხამდე იზრდება იმ არასრულწლოვნების რიცხვი, რომლებიც ფიზკულტურის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში სდებენ ბრალს.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იმერეთის ერთ-ერთი რაიონის სოფლიდან, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ.
სამი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, პედაგოგის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე კიდევ ერთი მოზარდის მშობელი საუბრობს. 54 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდა, უკვე დაკავებულია.
12-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ოჯახის წევრების ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელი ბავშვებს სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებდა. მშობლები ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.
მუქარა დუმილის სანაცლოდ და ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები - არასრულწლოვანთა მშობლებს პრეტენზიები სკოლის ხელმძღვანელობის მიმართაც აქვთ.
წყარო0