"მე არ ვიღებ ჯილდოს ამ ღამით საჩუქრად" - ლეონარდოს ამაღელვებელი სიტყვა ცერემონიალზე "მე არ ვიღებ ჯილდოს ამ ღამით საჩუქრად" - ლეონარდოს ამაღელვებელი სიტყვა ცერემონიალზე /> "/> " />


  11:19:42     29-02-2016

"მე არ ვიღებ ჯილდოს ამ ღამით საჩუქრად" - ლეონარდოს ამაღელვებელი სიტყვა ცერემონიალზე

a49593.jpg

ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელი სიტყვა "ოსკარის" დაჯილდოებაზე საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა. პირველ რიგში მან მადლობა გადაუხადა თავის პარტნიორს ტომ ჰარდის ფილმში "რევენანთი", ასევე მის რეჟისორს ალეჰანდრო ინარიტუს და აღნიშნ,ა რომ მათი ფილმი ესაა "ბუნებივ გარემოში მამაკაცების ურთიერთობების" შესახებ. შემდეგ კი მსახიობმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემაზე ისაუბრა.

"კლიმატური ცვლილებები რეალურია - ის მართლა ხდება და ეს ყველაზე მწვავე საფრთხეა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, შევწყვიტოთ ამ საკითხის გადადება.

დაუჭირეთ მხარი ლიდერებს, რომლებიც საუბრობენ არა დამაბინძურებლებზე და დიდ კორპორაციებზე, არამედ  მთელს კაცობრიობაზე, მსოფლიოს ხალხზე, მილიარდობით არაპრივილეგირებულ ადამიანზე, რომლებზეც ეს გავლენას მოახდენს. ჩვენ ეს პლანეტა საჩუქრად არ მიგვიღია. მე არ ვიღებ ამ ღამით ამ ჯილდოს საჩუქრად", - თქვა დიკაპრიომ.

ლეონარდოს პირველი ნომინაციიდან, კინოაკადემიის ჯილდოს მიღებამდე 22 წელი გავიდა, ამიტომ მსახიობს სიტყვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა.

0

ავტორი: