ეკა მიშველაძე - "ის, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს" ეკა მიშველაძე - "ის, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს" /> "/> " />


  17:21:48     26-02-2016

ეკა მიშველაძე - "ის, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს"

a49551.jpg

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ მისი დაჭრის ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოხდა, მე იქ არ ვყოფილვარ. მე ვიცი, რომ ეს მოხდა სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე იყო დღეს ბუკა იმიტომ რომ, რომ ლევანის დაბადების დღე იყო. ახლა საოპერაციოშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები ამბობენ. ყოველ შემთხვევაში სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკვლევს, ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ის, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს."-ამბობს მიშველაძე.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე თავს დაესხნენ.

0

ავტორი: