15:06:26     26-02-2016
ალექსი პეტრიაშვილს ჭრილობები კიდურების გარდა თავისა და ზურგის არეშიც აქვს მიყენებული
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა და ნაფლეთი ჭრილობა თავზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნითაა მიყენებული - ეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის სხეულის დაზიანებათა ჩამონათვალია.
"მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმნაძემ.
მისივე თქმით, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილი დღეს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე უცნობმა პირებმა დაჭრეს.მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს. შსს-ს მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციით, პეტრიაშვილს ჭრილობები მხოლოდ ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა.
0