ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს />


  14:24:38     26-02-2016

ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს

a49539.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებლებმა შეატყობინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. 0

ავტორი: