11:43:28     26-02-2016
დიდ დიღომში 28 ავტომანქანას საბურავი დაუჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში ავტომანქანების 28 მფლობელს დილით საბურავები დაჭრილი დახვდა. დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.
შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"პრესა.ჯი" კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
პრესსამსახურის ცნობით, დაზიანებული მანქანების რაოდენობა კიდევ დაზუსტდება და ეს ინფორმაცია და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
0