10:48:10     26-02-2016
დასრულდება თუ არა ომი სირიაში? - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს გაერო განიხილავს
აშშ-მა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანეს პროექტი, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ინფორმაციას გაეროს ოფიციალური პირები ადასტურებენ.
დოკუმენტის თანახმად, შერიგება ძალაში დამასკოს დროით 27 თებერვალს (26 თებერვლის ღამით) შევა. რეზოლუციას თან დაერთვება ოფიციალური მოსკოვისა და ვაშინგტონის შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 22 თებერვლს გაფორმდა, იმ ქვეყნების სიასთან ერთად, რომლებზეც შეთანხმება ვრცელდება.
გარდა ამისა, ქვეყნები, განსაკუთრებით კი რომლებიც სირიის საერთაშორისო მხარდამჭერ ჯგუფში შედიან, მოუწოდებენ კონფლიქტის მონაწილეებს მხარი დაუჭირონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
როგორც ცნობილია, ოფიციალურმა დამასკომ და ასევე სირიის ოპოზიციურმა ძალებმა "მიიღეს და მხარი დაუჭირეს შერიგების რეჟიმის პირობებს".
0