17:24:22     25-02-2016
სესხის პირობების შედარება მარტივად

გჭირდებათ სესხი და არ იცით სად ისესხოთ თანხა? გაეცანით კომპანიების პირობებს sesxebi.ge-ზე და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული სესხი, სანამ კრედიტს აიღებდეთ.
sesxebi.ge არის უფასო ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და სახლიდან გაუსვლელად შეიტყოთ კრედიტის პირობები. საიტზე მოცემულია ონლაინ, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის პირობები; საპროცენტო განაკვეთი, ვადა, კომპანიის უპირატესობა. ამასთან, sesxebi.ge-ზე მოცემულია კალკულატორი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია გამოითვალოს ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი და წინასწარ გაიგოს რა თანხის გადახდა დასჭირდება კრედიტით სარგებლობისას. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლო სერვისია მომხმარებლისთვის, რომელიც ონლაინ სესხის აღებას აპირებს. ხშირად მსესხებლები ასახელებენ გადასახდელ საკომისიო თანხას და არა საპროცენტო განაკვეთს. sesxebi.ge-ს დახმარებით კი უკვე შესაძლებელია გაიგოთ საპროცენტო განაკვეთი და შეადაროთ კომპანიების პირობები ერთმანეთს.
sesxebi.ge უფასოდ გაწვდით სრულ ინფორმაციას სესხების შესახებ. ეს არის საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც გეხმარებათ დაზოგოთ დრო და მხოლოდ ერთ სივრცეში მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რათა გააკეთოთ გონივრული არჩევანი.
0