სირიის ოპოზიციური ძალები ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიან რეჟიმს დაიცავენ სირიის ოპოზიციური ძალები ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიან რეჟიმს დაიცავენ />


  11:41:17     25-02-2016

სირიის ოპოზიციური ძალები ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიან რეჟიმს დაიცავენ

a49473.jpg

Al Arabiya იტყობინება, რომ სირიის ოპოზიციური ძალები მზად არიან დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი რეჟიმი, რომელიც ამ შაბათ-კვირას დაიწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შერიგების რეჟიმის დაცვაზე თანხმობა სირიის ოპოზიციისგან რუსულმა მხარემაც მიიღო. ამასთანავე, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგებელი მიხაილ ბოგდანოვი აღნიშნავს, ამერიკისა და რუსეთის შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე დღეში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დოკუმენტით განმტკიცდება.

ამერიკისა და რუსეთის შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანხმობა ქურთმა აჯანყებულებმაც გამოხატეს.

შერიგება, რომელზეც ორი ქვეყანა შეთანხმდა 26 თებერვლიდან ამოქმედდება. ის გულისხმობს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და არ ვრცელდება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე შეტევებზე.

შეთანხმებას სირიის საკითხზე ქვეყნებმა 20 თებერვლას ჟენევაში მიაღწიეს. 0

ავტორი: