10:24:47     25-02-2016
ეროვნული ბანკიდან პოლიტიკაში? ქადაგიძე მიდის...

7 წლიანი მმართველობის შემდეგ, გიორი ქადაგიძე ეროვნული ბანკიდან მიდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, ახლის არჩევამდე, მისი მოადგილე შეასრულებს.
„ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო.
იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.
მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის“, - წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის უფლებამოსილება დღეს ეწურება.
შესაძლოა დღესვე გამოიტანოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომაც, ოპოზიციის სარჩელზე.
სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში 5 თვის წინ შევიდა, მთავრი ოპოზიციური ძალა ხელისუფლების მიერ ეროვნული ბანკისათვის უფლებამოსილების შეკვეცას აპროტესტებს.
რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, სავარაუდოდ, ის, ეროვნული ბანკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლებს.
0