10:26:04     25-02-2016
უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტზე წარმატებას მიაღწიეს
უკრაინელმა სამხედროებმა მთლიანად დაიბრუნეს კონტროლი დაბა შიროკინოზე, რომელიც მერიუპოლთან მდებარეობს. ინფორმაცია დონბასის ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ოფიცრის ალექსანდ კინდის სიტყვებზე დაყრდნობით ვრცელდება.
კინდსფატერმა განაცხადა, რომ აჯანყებულებმა შიროკინოს ტერიტორია რამდენიმე დღის წინ დატოვეს. "ჩვენმა ქვედანაყოფებმა მთლიანად არარადგინეს კონტროლი დასახლებულ პუნქტზე"-დაამატა მან.
ახლა შიროკინოში გამნაღმველები მუშაობენ და ცდილობენ ფეთქებადი მასალები აღმოაჩინონ.
დაბა შიროკინო მერიუპოლსა და ნოვააზოვსკს შორის მდებარეობს. ბრძოლა მისთვის 2015 წლის თებერვალში მინსკის შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტიდან მიმდინარეობდა. შეთანხმების თანახმად ივლისის ბოლოს გამოცხადაა იმ ზონის დემილიტარიზაცია, რომელშიც შიროკინოც შედიოდა. უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ გაიყვანდნენ მძიმე ტექნიკას, მაგრამ თვითონ ტერიტორიაზე დარჩებოდნენ.
0