12:26:18     23-02-2016
ფონიჭალაში მოკლული ქალის და ბავშვის მეუღლე: "პოლიცია ცოლ-შვილის მკვლელობის აღიარებას მთხოვდა"
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა
მამაკაცი, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა. ოთარ მამფორიას თქმით, მისთვის მეუღლის და შვილის გარდაცვალების მოტივი უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცზე სამართალდამცველებს მსგავსი არაფერი უთქვამთ.
მამფორიას მონათხრობის მიხედვით, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული
დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო. ოჯახი მკვლელობის ერთ-ერთ
ვერსიად მკვლელობად განიხილავს.
0