09:27:37     23-02-2016
მკვლელობის მცდელობა - ეჭვმიტანილი დაჭრილის გატაცებას ცდილობდა
თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული ტრასის კასპის მონაკვეთზე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის საბურავს ცვლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაჭრილის გატაცებას ცდილობდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გარდა, დაზარალებულს აღენიშნება სხვა სახის დაზიანებებიც.
მაგალითად: ექიმების განცხადბით, მას კბილები აქვს ჩამტვრეული, რაც შესაძლოა ბლაგვი საგნის ჩარტყმით იყოს გამოწვეული.
შსს-ში განაცხადეს რომ მომხდარ ფაქტზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო გამოძიება. ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
0