18:33:56     22-02-2016
ორმაგი მკვლელობა ფონიჭალაში - დედას ყელი გამოჭრეს, შვილი დაწვეს (ახალი დეტალები)
ორმაგი მკვლელობა მოხდა ზემო ფონიჭალაში. წინასწარი ინფორმაციით, ძარცვის მიზნით დედა-შვილი მოკლეს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა დედას ყელი გამოჭრეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს.
მეზობლებმა თავდაპირველად სახლში კვამლი შენიშნეს და დახმარების მიზნით კარი შეანგრიეს, სადაც ყელგამოჭრილი დედა და მისი დამწვარი შვილის ცხედრები აღმოჩნდა.
სახლიდან ფული და ძვირფასეულობაა წაღებული.
მომხდარს ადასტურებენ შსს-ში.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბოლო 10 დღის მანძილზე, ეს უკვე მესამე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა.
9 თებერვალს გორის ცენტრში ქალბატონი და მისი თანმხლები პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
12 თებერვალს კი, ზუგდიდში სამი ცხედარი იპოვეს. სამივე მამაკაცი ე.წ. საკონტროლო ტყვიებით იყო მოკლული.
0