15:37:02     19-02-2016
ლანა პაპიძე: "მაგდა გაოგნებულია და ამბობს ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო"
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი2" მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის კომენტარს ავრცელებს.
ლანა პაპიძე აცხადებს, რომ მის დას დღიური არ უწარმოებია და ხელნაწერი გაყლბებულია.
"ვფიქრობ გამოძიება ჩიხშია შესული, ჩვენ არ გვაჩვენეს რა დღიურზე საუბარი, მაგდა გაოგნებულია და ამბობს ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებიაო, ითხოვს ექსპერტიზას, ჩემი კალიგრაფია არ არისო. იმაზე რატომ არაფერს ამბოთ, რომ ფეხმძიმე გოგო, 25 წლის შვილმკვდარ დედას ამდენი კაცი რომ კლავს ცემით, ამაზე არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ?“ - აცხადებს ლანა პაპიძე "რუსთავი2"-თან საუბარშო.
დღეს პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმეზე გამოაქვეყნა მტკიცებულებები. გამოძიების ცნობით, საქმეში ერთერთი მთავარი მტკიცებულება მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერია.
0