შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა />


  10:53:10     19-02-2016

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

a49222.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი 1961 წელს დაბადებული მამუკა რ. თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
0

ავტორი: