15:41:00     18-02-2016
"ქართული ლეგიონი" უკრაინის არმიის შემადგენლობაში ოფიციალურად იბრძოლებს
როგორც ცნობილია, უკრაინასი უმთავრესად ქართველებისაგან შემდგარი "ქართული ლეგიონი" იბრძვის. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ეს ლეგიონი ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი. ის უკრაინის არმიის 25-ე მოტორიზებული ბატალიონის "კიევსკაია რუს"-ის (კიევის რუსეთი) შემადგენლობაში იქნება გაერთიანებული.
ინფორმაციას გაზეთი "რეზონანსი" ავრცელებს, რომლის მიხდვითაც ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის ამოქმედების შემდეგ ქართველი სამხედროები პირველი უცხოელი მებრძოლები არიან, რომლებიც ოფიციალურად შევიდნენ უკრაინის შეიარღებული ძალების შემადგენლობაში.
"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ქართველები ბრძოლას საქართველოს დროშის ქვეშ გააგრძელებენ და ამით არაფერი შეიცვლება.
„როგორც სამხედრო დანაყოფი, შევინარჩუნეთ სახელი ვიბრძვით ჩვეულებრივ საქართველოს დროშის ქვეშ. გვაქვს ჩვეულებრივი სამხედრო ბილეთები და კოტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. საქართველოში რატომღაც ეგონათ, რომ ჩვენ ვიყავით დაქირავებული და ამაზე მიდიოდა პროპაგანდა. მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის. იქ იდეოლოგიური შეხედულების გამო წავედით და იქიდან ვიცავთ საქართველოს ინტერესებს. ახლა უბრალოდ ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებულ ჯარში. ამ ადამიანებს იცნობენ, ენდობიან და ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე მიგვიღეს. აქვთ სამხედრო გამოცდილება და დაზვერვის ერთ-ერთ მოწინავე ქვედანაყოფში ვიმყოფებით.
ამ ბატალიონში სულ 21 სამხედრო პირია, აქედან 2 აშშ-ის მოქალაქეა. სხვათა შორის ეს პრეცედენტია, ვინაიდან ამერიკელები პირველად მოხვდნენ ოფიციალურად კონტრაქტის საფუძველზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ისინი ჩვენი ქვედანაყოფის წევრები არიან. დანარჩენი 19 ქართველია“ - აცხადებს მამულაშვილი.
0