14:20:26     18-02-2016
რატომ გამოუშვეს ფოთის პროკურორის შვილი, რომელსაც ქურდობა ბრალდება?
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პროკურორის 21 წლის შვილი ქურდობაზე დააკავეს. პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის უმცროს ვაჟს, ამირან გოგუაძეს ბრალად მანქანის გაძარცვა ედება.
მომხდარზე საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ახალგაზრდა გირაოს სახით გამოუშვეს.
0