14:13:58     16-02-2016
სიუზან რაისი: "დაიბომბა თუ არა ალეპო რუსეთის მიერ, ამას მოკვლევა გაარკვევს"
ვაშინგტონს ამ ეტაპზე არ შეუძლია დაადასტუროს რუსეთის მიერ სირიის პროვინცია ალეპოში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სიუზან რაისმა განაცხადა.
რაისმა იმედი გამოთქვა, რომ რიგი მხარეები არ წავლენ მიუნხენის შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
ალეპოზე განხორციელებული თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც დაგმო. კირბიმ მომხდარი ინციდენტი შეთანხმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთი ხელს უწყობს ასადის სასტიკ რეჟიმს, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც
ცნობილია, 15 აპრილს ალეპოში ორი ჰოსპიტალი დაბომბეს, რომელიც
ორგანიზაციას "ექიმები საზღვრებს გარეშე" ეკუთვნოდა. დაბომბვის შედეგად, 50
ადამიანი დაიღუპა. საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მომხდარში
რუსული და სირიული ავიაცია დაადანაშაულა და პასუხისმგებლობა აშშ-ის
ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციურ ძალებსაც დააკისრა.
0