12:47:49     16-02-2016
"ევროვიზია 2016"-ზე საქართველო ამ სიმღერით წარსდგება (ვიდეო)
2016 წლის ევროვიზიის კონკურსზე სტოკჰოლმში საქართველოს Nika Kocharov
& Young Georgian Lolitaz წარადგენს სიმღერით: Midnight Gold.
საზოგადოებრივი
მაუწყბელის ინფორმაციით, შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კომპოზიციას
ისინი ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში – Red Bull STUDIOS
ხვალიდან ჩაწერენ.
“ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree – საუკეთესო გადაცემა “კომუნიკატორის” ეთერში დასახელდა. გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, პროპორციული თანაფარდობით 50%-50%-ზე, ერთობლივად, გამოავლინეს.
საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი – სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი – პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი – რეჟისორი, ენდი მიხეევი – ჟურნალისტი, ექსპერტი.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
0