ავიადარტყმები სირიაში - საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ავიადარტყმები სირიაში - საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა />


  11:40:28     16-02-2016

ავიადარტყმები სირიაში - საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა

a49069.jpg

სირიაში, საჰაერო ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაერო მომხდარ ფაქტებს ეხმაურება და განხორციელებულ ავიადარტყმებს გმობს. საგანგებო განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებზე საჰაერო იერიშებს 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დასავლური მედია იუწყება, რომ სირიელი ამბოხებულების პოზიციები ამჯერად თურქეთმა დაბომბა. თავის მხრივ, თურქული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და ასადის რეჟიმს აკისრებს. ოფიციალურ მოსკოვს ანკარის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პარალელურად, ტერაქტი მოხდა დაღესტანში. განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს. ინფორმაცია ისლამისტებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაავრცელეს. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად დერბენტის რაიონი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტოინსპექციის საგუშაგოსთან განხორციელდა. ტერაქტს 2 პოლიციელი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

0

ავტორი: