10:03:32     16-02-2016
„ფრონტერა“ კალაძეს: თქვენი ეს არასწორი განცხადებები...

კომპანია „ფრონტერა“ ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის წინააღმდეგ.
კომპანიის წარმომადგენლები მინისტრს იმ განცხადების გამო აკრიტიკებენ, რომელიც მან კახეთში ბუნებრივი აირის შესაძლო მარაგების შესახებ გააკეთა.
„გაზის ასეთი რაოდენობა თურქმენეთსაც კი არ აქვს“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ კალაძემ „ფრონტერას“ ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც საქართველო ბუნებრივი აირის საკმაოდ დიდ მარაგს ფლობს კახეთის რეგიონში.
"თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას.
ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა.
სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ...
თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს).
საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს.
ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს“, - აღნიშნულია „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ წერილში.
0