13:21:37     12-02-2016
ბათუმის პორტში NATO-ს ოთხი ხომალდი შემოვიდა
12 თებერვალს ბათუმის პორტში NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა. შენაერთში ალიანსის წევრი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდი შედის.
NATO-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე გაჩერდებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული სწავლებები NATO-სა და შსს-ს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.
0