საზარელი შემთხვევა: სექსუალურ კავშირში მყოფი და-ძმის დედა ფსიქიურად შეიშალა საზარელი შემთხვევა: სექსუალურ კავშირში მყოფი და-ძმის დედა ფსიქიურად შეიშალა />


  22:38:19     11-02-2016

საზარელი შემთხვევა: სექსუალურ კავშირში მყოფი და-ძმის დედა ფსიქიურად შეიშალა

a48873.jpg

რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სიღნაღში, 15 წლის გოგონა დედა, რომელიც საკუთარი ძმისგან დაორსულდა, ფსიქიკურად შეიშალა. როგორც უკვე ცნობილია, გოგონა 8 თვის ორსულია. მისი ძმა დააკავეს, ხოლო ორსული სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ოჯახის საცხოვრებელი ბინა დაკეტილია.

სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონამ სწავლა სკოლის დამთავრებისთანავე შეწყვიტა, ბიჭი კი მე-11 კლასის მოსწავლეა. დირექტორის თქმით, ბიჭი გაკვეთილებს ჩვეულებრივ ესწრებოდა და მისთვის უცნაური არავის არაფერი შეუმჩნევია.

შს სამინისტრო საქმეს ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე იძიებს. ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

0

ავტორი: