რატი ამაღლობელის საოცარი ლექსი დედაზე რატი ამაღლობელის საოცარი ლექსი დედაზე />


  12:39:41     10-02-2016

რატი ამაღლობელის საოცარი ლექსი დედაზე

a48793.jpg

რატი ამაღლობელი დედაზე ლექსს აქვეყნებს. (მიჭირს ამ ლექსის გამომზეურება, მაგრამ ალბათ ოდესმე ხომ უნდა უნდა …) - წერს რატი.

ლამაზი იყო დედაჩემი,

ჩვენ ერთმანეთი

ისე გვიყვარდა -

მამაჩემი ეჭვიანობდა.

საბავშვო ბაღში წამდაუწუმ

ავად ვხდებოდი

და ამიტომაც ბაღის ნაცვლად

დედა თავისთან,

სამსახურში დამატერებდა.

თანამშრომლები კარგად მიცნობდნენ,

გადავდიოდი ხელიდან ხელში,

კალთიდან კალთაში

და უნებლიედ

არაერთი საუბრის მოწმე -

მე, სულ ხუთი წლის,

უნივერსიტეტს

შიგნიდან ვფლობდი.

მახსოვს ერთხელაც ნანამ თმები

მოკლედ შეიჭრა

და შეიღება.

ახლა რომ ვფიქრობ

ჩემზე ბევრად პატარა იყო,

ვიდრე დღეს მე ვარ.

მე მიყვარს ჩემზე პატარა დედა.

იმ დღემდე, სანამ შეიჭრიდა -

მას ქონდა გრძელი, წაბლისფერი

თმა და ნაწნავი,

ხანდახან პალტოს ჩაცმის დროს რომ

შიგნით რჩებოდა.

მას მერე თმა არ გაუზრდია,

სულ მოკლედ ჰქონდა.

მე მახსოვს დედა გრძელთმიანი,

მისი ხელჩანთა

ყავისფერი,

სუნით ნარევით;

ტყავის, პომადის,

რკინისა და ქაღალდის ფულის.

როგორ მიყვარდა ამ ჩანთაში

ჩაძირვა, ყვინთვა,

ნივთების ძებნა, აღმოჩენა,

თვალიერება.

ეს იყო კვლევა, ჭეშმარიტი მეცნიერება,

და დედაც, თუკი წამასწრებდა,

თავისი ჩვეული ირონიით მეტყოდა:

“რატი,

შენ გამოხვალ არქეოლოგი”.

როდესაც მარტო ვრჩებოდით სახლში,

დედა ხმამაღლა ამბობდა ლექსებს:

გალაკტიონი, ახმატოვა,

პუშკინი, რილკე.

მას მერე, როცა მათ ვკითხულობ

ჩემით, მე თვითონ -

თველწინ დედაა,

მისი ხმა მესმის,

და პოეზიაც დედაჩემს გავს,

გავს კიარადა,

იგი სულ მთლად დედაჩემია.

სიცხის დროს შუბლზე

შენი ხელის შეხება, კოცნა -

მუზად დამაჩნდა

დედა.


0

ავტორი: